გივი მიქანაძე: სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, განულებულია
საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სააკაშვილის თემა არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, – განაცხადა”ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
„ერთადერთი მიზანი, რისთვისაც „ნაცმოძრაობას“ სურს ამ კომისიის შექმნა, არის ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სააკაშვილის თემა არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. ეს საკითხი არის მილევად რეჟიმში და ეს ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, განულებულია. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად აცოცხლოს“, – აცხადებს გივი მიქანაძე.