ალეკო ელისაშვილი: ისეთი ქოლგა არ გვინდა, როგორსაც უგულავა სთავაზობს პარტიებს

არა, გმადლობთ, გვირჩევნია, პოლიტიკურად დავსველდეთ, მაგრამ ისეთი ქოლგა არ გვინდა, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას შეთავაზებას, რომლის თქმითაც, ოპოზიცური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

„ჩვენ საერთო ოპოზიციურ ძალისხმევაში მონაწილეობის ძალიან მწარე გამოცდილება. გვეძახეს მოღალატე იმის გამო, რომ პარლამენტში შევედით. მერე რომ გამწკრივდა ყველა, შემოგვყვნენ და ისე სხედან თითქოს არაფერი არ მომხდარა. „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ არის პოლიტიკური პარტია, რომლის ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში არის ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფში სერიოზული ბზარებია, მათ ჰყავთ ძალიან დისციპლინირებული და ორგანიზებული ამომრჩეველი, აქვთ ძალიან ბევრი ფული, აქვთ მედია საშუალებები. ამით მათ შეეძლოთ გავლენის მოხდენა დანარჩენ პარტიებზე. მაგალითად, ჩვენი პარლამენტში შესვლის ერთ-ერთი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ ჩვენ არავისი არ გვეშინია.

ბულინგი, რითაც გვაშინებდნენ, რომ გადაგვივლიდნენ, ვაჩვენეთ, რომ არ გვეშინოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერ ფასად უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და სამწუხაროდ, არის მთელი რიგი პარტიები, რომელთაც უბრალოდ ეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების და თვალებში უყურებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეშინიათ რაიმე ისეთი არ თქვან, რომ შემდეგ იმ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა არ დაუწყონ ლანძღვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები