ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ერთმანეთის სიძულვილს, პირიქით, უნდა იყოს კრიტიკა და საქმიანი ურთიერთობა

ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ერთმანეთის სიძულვილს, პირიქით, უნდა იყოს კრიტიკა და საქმიანი ურთიერთობა,  – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა  განაცხადა..

მისივე თქმით, ქვეყანა 90-იანი წლების პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეს, რადგან პოლიტიკოსები თუ არ გაიზარდნენ არაფერი გვეშველება.

„დღეს ძალიან ვამაყობ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით, რადგან ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ეს. ჩემ ცხოვრებაში ასეთი რთული გადაწყვეტილება არ მიმიღია. „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაშიც ჩვენ ეს გადაწყვეტილება ძალიან გვეხმარება, რადგან არანაირი ვალდებულება მათთან არ გვაქვს. „ქართულმა ოცნებამაც“ დაინახა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, თუ ეს გადაწყვეტილება სწორია.

ამიტომ დღეს მე, ლევან იოსელიანს და პარტია „მოქალაქეებს“ ძალიან გვეიოლება „ქართული ოცნების“ კრიტიკაც და მათთან საქმეზე საუბარიც. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 90-იანი წლების აზროვნებაში ჩარჩენილი, მეც ასე ვიყავი, სულ მუშტებზე ვიყურებოდი, არავისთვის არაფერი მინდოდა შემერჩინა. ეს მეგონა კარგი ოპოზიციონერობა და პოლიტიკოსობა. შეურაცხყოფას მოგაყენებს, ხუთი იმდენი უნდა უთხრა, რაღაც ისეთს გეტყვის, უნდა ჩაარტყა და რაც მთავარია, უნდა გძულდეს ხელისუფლებაში მყოფი ყველა. შესაბამისია მონეტის მეორე მხარე, ხელისუფლებას სძულს ოპოზიცია.

ეს არის 90-იანი წლებისა და 2 ათასიანი წლების დასაწყისის პოლიტიკა. აქედან ჩვენ თუ არ გამოვედით, არ გავიზარდეთ, არაფერი გვეშველება. ევროპის მარტო შედეგები და კარგი ცხოვრება რომ მოგვწონს, როგორ მივიდნენ იქამდე?! იქ იყო სისხლიანი გადატრიალებები, ხოცავდნენ ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ერთმანეთის სიძულვილს, პირიქით, უნდა იყოს კრიტიკა და საქმიანი ურთიერთობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები