ირაკლი ზარქუა: სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა, როგორ შეიძლება ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა

სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა და 20% ჩვენს მტრებს ჩააბარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი? სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა.

20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები