აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების ოთხი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ოთხი ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ასევე ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის (ესკავატორი) გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 234,5 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.

სამართალდამრღვევის შესახებ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები