გამოკითხვა: ევროპელთა უმეტესობა მზად არის უკრაინის დასაცავად

ევროპელების ნახევარზე მეტი მხარს უჭერს იმას, რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, კიევი ევროკავშირმა ან ნატო-მ დაიცვას.

აღნიშნული ირკვევა საერთაშორისო პოლიტიკის ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ შვიდ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვიდან, – წერს გაზეთი Süddeutsche Zeitung.

ჯამურად, ამგვარ პოზიციას იზიარებს გამოკითხულთა 60%.

რესპონდენტთა, დაახლოებით, ნახევარი უკრაინის დაცვის ვალდებულებას აკისრებს შეერთებულ შტატებს, გერმანიას ან საფრანგეთს.

ამავდროულად, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გამოკითხულები ამჯობინებენ, რომ რუსეთს პასუხი ნატო-მ გასცეს, ხოლო ფინეთში, საფრანგეთსა და შვედეთში – ევროკავშირმა.

პოლონეთში მცხოვრებთა უმრავლესობა 65% მიიჩნევს, რომ, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, ვარშავა უნდა ჩაერიოს. შვედეთში ამ პოზიციას ეთანხმება გამოკითხულთა 43%, გერმანიაში – 37%, ფინეთში – მხოლოდ ყოველი მეხუთე.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის სჯერა გამოკითხული პოლონელების 73%; რუმინელების 62%-ს; შვედების 55%-ს; გერმანელების 52%-ს; იტალიელების 52%-ს და ფრანგების 51%-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები