სოზარ სუბარი: სააკაშვილს შეუძლია, წერა გააგრძელოს, მომავალი 5-ნახევარი წელი სხვა საქმე არ ექნება
სააკაშვილს შეუძლია, აზრების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში სხვა საქმე არ ექნება, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
ამასთან, სუბარმა სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“ განმარტა, რომ აღნიშნული კომისიის შექმნას მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა არ ექნება.
„კომისიას, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი კომისია. არაფერი საფუძველი ამ კომისიის შექმნას არ აქვს. არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააგრძელებს მუშაობას პირველი მარტიდან ახალ ამპლუაში, ისინი იძიებენ, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და თუ რამე დანაშაულს აქვს ადგილი, ისინი გამოიძიებენ, თუმცა მთელმა საქართველომ იცის რაც იქ ჩანს, სავარაუდო დანაშაული, რომელსაც სჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და გამოჩნდება ვინ არის დამნაშავე, მეც ვეთანხმები, რომ დიახ, უნდა გამოქვეყნდეს. მოვუწოდებ, სააკაშვილთან ერთად, ინსპექტორის აპარატს, რომ გამოაქვეყნონ სრული ჩანაწერი და ყველამ იცოდეს, სიმართლე რაც არის“, – განაცხადა სუბარმა.