ლევან იოსელიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლოს სისტემაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ლევან იოსელიანმა გერმანელ დიპლომატს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები და მოსაზრებები გააცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული ხედვები ოპოზიციის შიგნით იყოს შეჯერებული და სასამართლო სისტემასთან მიმართებით საერთო პოზიციები ჩამოყალიბდეს. გერმანიის ელჩს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და შეფასების დოკუმენტის მომზადების პროცესი გავაცანი, რომელსაც ამ ეტაპზე ვამუშავებ. მზად ვარ, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს გავუზიარო და მათი მოსაზრებები მოვისმინო”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.