იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა.
მისი თქმით, მთლიანი ინფიცირებიდან 1% ორსულებზე მოდის.
“იანვარში, „ომიკრონის” აქტიური გავრცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1% მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება”,- ამბობს გამყრელიძე