ირაკლი ზარქუა: უგულავამ თავის დროზე “ჯართი” უწოდა სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად
“გიგი უგულავამ თავის დროზე “ჯართი” უწოდა სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად – გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა, ერთ წრეზე ტრიალებენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გიგი უგულავას ინიციატივას ოპოზიციის „ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, ქვეყანას ახლა ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება.
“ალალად გეუბნებით, ჩვენც გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, რომ იყოს ჯანსაღი კამათი, უამრავი ხარვეზი და შეცდომაა, რასაც შეიძლება ვაკეთებდეთ, მაგრამ როცა უგულავა მორალის ენით გელაპარაკება, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა და ეს რაც დავუმტკიცეთ და სააკაშვილი იქიდან რომ ბრძნულ აზრებს დაწერს, როგორი უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, ამას რომ არ მიიღებს არც მოსახლეობა, არც ჩვენ, ეს ხომ ყველამ იცის. ვიდრე ეს მოძველებული პოლიტიკოსები იქნებიან პოლიტიკაში, როგორც უგულავამ უწოდა თავის დროზე ჯართიო სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად, რადიკალური ოპოზიცია იქნება ასეთ მდგომარეობაში,”- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა ინიციატივით გამოვიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.