ვილნიუსის ტურისტულ გამოფენაზე აჭარის მიმართ დიდი ინტერესია
ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. Adventure 2022-ზე აჭარისა და, ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების მიმართ მაღალი ინტერესი იყო. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი.
“ლიეტუვა აჭარისთვის სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები არაერთ ცნობილ ლიეტუვურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა.
მზარდია ლიეტუველების ინტერესი აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რაზეც ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული რეისებიც მეტყველებს. 2019 წლიდან, ჩარტერები ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სრულდება”, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.