კელი დეგნანი – საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.
„ეს საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, არსებობს კომისიის შექმნის შესაბამისი წესები და პროცედურები. ეს არის მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, სამართლიანი სასამართლო პროცესი.