ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები აქციას მართავენ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილები აქციას მართავენ.
იძულებით გადაადგილებულები ავარიული შენობებიდან გასვლასა და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ამას გარდა, დევნილები სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პაკეტით ცხოვრება შეუძლებელია.
აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურთ. ისინი აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ, რომელსაც უწყებას მოგვიანებით წერილობითაც გააცნობენ.