იანვრის თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2 415-მა ბენეფიციარმა ისარგებლა
მიმდინარე წლის იანვარში „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2 415-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 93 293 ლარი შეადგინა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 713 ბენეფიციარმა, 36 558 ლარის ოდენობით, ხოლო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებით 102 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც დაფინანსების სახით 54 779 ლარი გაიცა.
მათ შორის, „გეგმური და სასწრაფო ოპერაციები” დაუფინანსდა 49 მოქალაქეს, 28255 ლარის ოდენობით, ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტით ისარგებლა 34 -მა ბენეფიციარმა, 22 299 ლარის ოდენობით და სამედიცინო კვლევები დაუფინანსდა 11 მოქალაქეს, 2545 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 1 600-მა პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 956 ლარი გაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 26 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 529 565 ლარია გათვალისწინებული.