ამირან გამყრელიძე: “ომიკრონის” ცირკულაცია გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” ცირკულაცია გაიზარდა.

მისივე თქმით, დაიწყება თუ არა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, ამის შეფასება სპეციალისტების მხრიდან მომავალ კვირაში გაკეთდება.

ომიკრონის ცირკულაცია” გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში. გადავდივართ თუ არა პიკს, შემცირდება თუ არა ციფრები და დაიწყება თუ არა სიტუაციის გაუმჯობესება, ამის შეფასებას გავაკეთებთ მომავალ კვირაში.

95% დადებითი შემთხვევებისა მოდის ომიკრონზე, მიუხედავად ამისა, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორებიდან მოდის მხოლოდ ორზე – ეს არის ამბულატორიული სექტორი – ოჯახის კლინიკები, ოჯახის ექიმები და ლაბორატორიული სექტორი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები