კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე: შეიძლება, ვიღაცამ გვითხრას – ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სადგური ვერ გაგიკეთებიათ – ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანების უსაფრთხოება

“შეიძლება, ვიღაცამ გვითხრას – ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სადგური ვერ გაგიკეთებიათ – ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანების უსაფრთხოება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

„მეტროში სპეციფიკური სამუშაოებია ჩასატარებელი. პროექტი გამზადებულია. გამოცხადებული გვაქვს, ვინ იქნება სამშენებლო კომპანია, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს. არსებობს პროექტი, დიზაინი როგორი იქნება „ვარკეთილის“ მეტროს სადგური. მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია დავიწყებთ სამუშაოებს. პარალელურად დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარება. მიმდინარეობს „გოცირიძის“ მეტროს სადგურის განახლება. აქაც გარკვეული პრობლემები იყო, აღმოჩნდა რომ ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ახალი ბაქნის მშენებლობა მიმდინარეობს და აქაც უახლოეს მომავალში დასრულდება სამუშაოები. უახლოეს მომავალში ასევე ვიწყებთ „ავლაბრის“ მეტროს განახლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები