კახა კალაძე: არცერთ უსახლკარო სტატუსის მატარებელ თბილისელს საცხოვრებლის გარეშე არ დავტოვებთ
დღეს თბილისში 400-მდე უსახლკარო ოჯახია, მე ვიცოდი ეს პრობლემა და არჩევნებზე გავეცი დაპირება, რომ არცერთი თბილისელი უსახლკარო არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე და მე კიდევ ერთხელ ვაძლევ პირობას თბილისელებს, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი. მუშაობა უკვე დაწყებულია. 2017 წლიდან ვამუშავებდით ამ პროექტს და საბინაო ფონდის მიმართულებითაც უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ამ თვეში 15-16 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ,. სანამ ყველა არ დაკმაყოფილდება. მაგრამ, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები დაიტაცონ და უკანონო მშენებლობები განახორციელონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.