პრეზიდენტი საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარების გადაწყვეტილებას მიესალმება
თუ ასე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ დეპუტატებს,პარლამენტის თავმჯდომარეს, მე მივესალმები მათ გადაწყვეტილებას -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარების გადაწყვეტილებას.
“პარლამენტის სხდომები იმართება კონკრეტულად დასახელებულ ადგილას. ესეც არაა, ჩემი აზრით, სავალდებულო, რომ ასე ეწეროს კონსტიტუციაში, თუმცა ჩემი აზრით, ზედმიწევნით უნდა დავემორჩილოთ კონსტიტუციის იმ ჩანაწერებსაც, რომელიც, შეიძლება, მაინც და მაინც არ მოგვწონდეს. შესაბამისად, მე რამდენადაც მესმის, საკომიტეტო მოსმენების ჩატარება თბილისში სრულიად შესაძლებელია. თუ ასე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მე მივესალმები მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.