ვოლსკი – სააკაშვილზე: ის მოწყვეტილია რეალობას

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი რეალობასაა მოწყვეტილი. მისი განცხადებით, მსჯავრედბულმა ექსპრეზიდენტმა საერთოდ შეცვალა დღის წესრიგი და საკუთარ მომხრეებშიც სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა.

„სააკაშვილის განცხადებებში ახალი არაფერია. პოლიტიკური პროცესი მას წარმოუდგენია ისე, რომ რაღაცას ვიღაცას წაართმევ, ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს. ის მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ამ გამონათქვამებს მე სხვა კუთხით შევაფასებდი. საერთოდ, რა მდგომარეობაში ჩააყენა მან პოლიტიკური ასპარეზი, თავისი მოკავშირეები თუ გუნდის წევრები? ფაქტობრივად, მძევლებად აქცია ისინი. საერთოდ შეცვალა მან დღის წესრიგი და საკუთარ მომხრეებშიც სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა. ჩამოსვლა, რევოლუციის სათავეში ჩადგომა, ამ წინაპირობებს ხედავს იმ პროცესის დასაწყებად, რომ რაც შეიძლება მეტი არეულობა იყოს ქვეყანაში და ​იქნებ როგორმე გამოძვრეს საკნიდან და დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი. ესაა რეალობა – ამის იქით არაფერი არსებობს. თუნდაც, მისი ჩამოსვლა და შემოპარვა კიევიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არაჯანსაღ სიტუაციაზე – როგორც ფსიქოლოგიურად, ისე პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები