ედიშერ გვენეტაძე: პარტია “საქართველოსთვის” წევრებს და მის დამაარსებელს თავი რომ არსად არ გამოეყოფათ, ესეც მკაფიო და ნათელია

“კაცი, რომელიც დასრულებას აპირებდა ამ პოლიტიკური მძორის, პირიქით, დღისით მზისით შეიკრა მასთან და მიშას პოლიტაღმასრულებლად იქცა!”, – ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
გვენეტაძის თქმით, პატიმარი სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავად აღიარებს გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებას.

„ამის შემდეგ ვფიქრობ, საბრალდებო პოლიტიკური დასკვნა დაწერილი და გაფორმებულიცაა! პარტია “საქართველოსთვის” წევრებს და მის დამაარსებელს თავი რომ არსად არ გამოეყოფათ, ესეც მკაფიო და ნათელია! კაცი, რომელიც დასრულებას აპირებდა ამ პოლიტიკური მძორის, პირიქით, დღისით მზისით შეიკრა მასთან და მიშას პოლიტაღმასრულებლად იქცა! თავად ეს პოლიტავანტიურისტი ამბობს ამას და არა სხვა ვინმე! საქმე ისაა, რომ უკვე აღარაა საჭირო ძველთაძველი სიბრძნის გაცნობიერება: “კაცი რომ გაიცნო, ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო”! ამ პოლიტიკამ და ვირეშმაკობებმა ისე დააბინძურა ე.წ. ოპოზიციონერთა აბსოლუტური უმრავლესობა, თითოეულზე რომ მიუშვა რიონი და ცხენისწყალი ერთად, მაინც ვერ გაირეცხებიან!“, – წერს გვენეტაძე “ფეისბუქზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები