ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექცია შეიძლება, განვითარდეს, მაგრამ აცრილ ადამიანს ის ძირითადად სახლში გადააქვს

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მონაცემები რაც შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს. 3.7 მილიონი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მაღალი რიცხვებია”, – ამის შესახებ, ეპიდვითარებაზე საუბრისას, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

“ჩვენმა ქვეყანამ თუნდაც გაზაფხულის შემდეგ რომ შეძლოს განაგრძოს ნორმალურ რიტმში ცხოვრება და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებზე ორიენტირება, დასრულდეს პანდემია და დარჩეს, როგორც სამედიცინო პრობლემა და ეს არ იყოს ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. , ამისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის აცრა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მონაცემები რაც შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს. 3.7 მილიონი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მაღალი რიცხვებია და გვაქვს შესაძლებლობა, ,,ბუსტერული,, დოზის დამატების და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების გამოყენებით, ეს რიცხვები შევამციროთ. ინფექცია შეიძლება, განვითარდეს, მაგრამ აცრილ ადამიანს ის ძირითადად სახლში გადააქვს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, გარდაიცვალა
39 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები