“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს“

  ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამინისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
“იმ დროში, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, “გაზპრომის” აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. ეს ნაბიჯი არის ოლიგარქის საპასუხო ნაბიჯი სააკაშვილის საერთაშორის აქტიურობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები