ანდრო ბარნოვი: ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია.
“პრეზიდენტობის შემდეგ მთელი პერიოდი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ იბრძვის უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისა და ოკუპანტის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამებით არის დაკავებული. ამ სიტუაციაში ხელისუფლება, რომელიც არის ძალიან წარუმატებელი, რომელმაც ერთი დაპირება ვერ შეასრულა და არის აგონიაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მათ შექმნან ლეგალური, იურიდიული წინაღობები, რათა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. მათ უბრალოდ ამის ეშინიათ. ისინი არიან დარწმუნებული, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს საქართველოში დაბრუნებას, დაიწყება მათი პოლიტიკური გაქრობა. მეორე, ივანიშვილი, რომელიც არის ამ ყველაფრის ავტორი, დარწმუნებულია, რომ თუ არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და ასიამოვნებს პუტინს, ეს არის მისი უკანონო ხელისუფლების გახანგრძლივების უებარი რეცეპტი. ეს არის მისი რეცეპტი, რომელიც ცხადია, ჩვენ სასაცილოდ არ გვყოფნის. ცხადია, ეს ყველაფერი დამთავრდება ისევ მათივე კრახით”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.