ზაზა წერეთელი: ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მე-5 დღის შემდეგ, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია

COVID-19-ით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

ის აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მე-6-10 დღეს ინფიცირებულის საზოგადოებაში დაბრუნებამ შესაძლოა, გაზარდოს COVID-19-ის გავრცელების რისკი.

“ძალიან გადამდები COVID-19 ვარიანტის, ,,ომიკრონის,, გამოჩენამ გამოიწვია გარღვევის ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის, ჯანდაცვის მუშაკებს შორის (HCW). ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობის გამო. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად CDC-მ გასცა ახალი რეკომენდაციები რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს დაბრუნდნენ სამსახურში მე-5 დღის შემდეგ, თუ მათი სიმპტომები გაუმჯობესდა, ყოველგვარი უარყოფითი სწრაფი ანტიგენის ტესტის (RAT) მოთხოვნის გარეშე.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მეცნიერის უკმაყოფილება გამოიწვია შტატებში. იმისათვის რომ ენახათ რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება ჩატარდა კვლევა. 2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 12 იანვრამდე კვლევისათვის ჩაატარეს 309 RAT (სწრაფი ტესტი) 260 მედიცინის მუშაკს, მათი ავადმყოფობის 5-10 დღის შუალედში.  ჯამურად, 43% (134 – 309-დან) ამ ტესტებისა RAT იყო დადებითი 5-10 დღეებს შორის. ყველაზე დიდი პროცენტული დადებითი RAT დაფიქსირდა იმ პერსონალს შორის, ვინც დაბრუნდა პირველი ტესტისთვის მე-6 დღეს (58%). პერსონალს დაბრუნებულს მე-8 და მე-9 დღეს უფრო ნაკლებად ჰქონდათ დადებითი ტესტი (26%, 19/74). ის პერსონალი HCW, რომელიც დადებითი იყო პირველ ტესტზე, ყველაზე ხშირად დადებითად რჩებოდა მეორე ტესტის დროს, მეორე ტესტების 56%, გაერთიანებული მთელი 6-10 დღის განმავლობაში. კვლევამ ნათლად აჩვენა რომ ვაქცინირებული HCW-ის 40%-ზე მეტს, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ იმისთვის, რომ სამუშაოზე გამოსულიყვნენ, ჯერ კიდევ ჰქონდათ დადებითი RAT ტესტები პირველი ტესტირების დროს (მე5-დან მე 10 დღემდე).

ეს შედეგები მიუთითებს, რომ COVID-19-ით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად. იზოლაციისგან ადრეული გათავისუფლება უნდა განხორციელდეს იმის გათვალისწინებით რომ ინდივიდების ჩართვამ ავადმყოფობის მე-6-10 დღეს საზოგადოებაში ან სამუშაო გარემოში შეიძლება გაზარდოს COVID-19-ის სხვებზე გავრცელების რისკი, რამაც, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს პერსონალის დაბრუნებით გამოწვეულ მოსალოდნელ სარგებელს და გამოიწვიოს მეტი ავადმყოფი მუშაკი”, – წერს ზაზა წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები