თუ კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯარებს გაიყვანს, ვაშინგტონი მზად არის, შეიარაღების კონტროლი განიხილოს – რა წერია “უსაფრთხოების გარანტიებზე” პასუხში

ესპანურენოვანმა გაზეთმა El Pais-მა დღეს რუსეთის “უსაფრთხოების გარანტიებზე” ვაშინგტონის და ნატო-ს პასუხები გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ თეთრი სახლი მზად არის, კრემლთან შემდეგი საკითხები განიხილოს:

– რუმინეთსა და პოლონეთში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების არგანლაგების მექანიზმი;

– ორმხრივი ვალდებულებები უკრაინაში შეტევითი სარაკეტო სისტემებისა და ძალების განლაგების შეზღუდვის შესახებ;

– ალტერნატიული შეთანხმება, რომელიც ასევე ეხება ახალი ტიპის ბირთვულ იარაღს, ასევე, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების კონტროლს;

– დამატებითი ზომები ზღვაზე და ჰაერში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად;

ამავდროულად, აღინიშნა, რომ თეთრი სახლი მზადაა, დაიწყოს დიალოგი შეიარაღების კონტროლის შესახებ ოკუპირებული ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჯარების და სამშვიდობოების გაყვანის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები