ოლექსანდრ მერეჟკო: პერფორმანსში არ იყო ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას

იმ პერფორმანსში არ იყო ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოლექსანდრ მერეჟკომ განაცხადა.

„საქართველოს დროშას გამოვიყენებდი, როგორც საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნიშანს. თუმცა, იმ პერფორმანსში არ იყო ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. ძირითადად, წარმოდგენილი იყო დასავლეთის იმ სახელმწიფოების დროშები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან. საქართველო ჩვენი საიმედო სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას!“, – ამბობს უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მერეჟკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები