საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა.