ჯონსონი: ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, კიევში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ბრიტანეთისგან მკაცრი სანქციები ემუქრება.

ჯონსონის თქმით, რუსეთი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს და უკრაინასთან ერთად დასავლეთმა საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქროს.

ორი ქვეყნის ლიდერები შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

“პრეზიდენტი პუტინივცდილობს, ძირი გამოუთხაროს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს ამ გავლენის სფეროში სურს, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე. ძალიან კრიტიკული მომენტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდში დგომა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ვართ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები