ეპიდემიოლოგი: ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში
ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია კაშიას განცხადებით, კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს ვუახლოვდებით.
„ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნილია, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო. ვუახლოვდებით მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს”, – აცხადებს კაშია.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენთან ვაქცინირებულია მოზარდი მოსახლეობის დაახლოებით 45%-მდე, რაც რეალურად არის ძალიან დაბალი რიცხვი“, – განაცხადა მაია კაშიამ „იმედის“ ეთერში.