იაგო ხვიჩია: დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს?

????????????????????????????????????

„როგორც იქნა, მიხვდა მმართველი პარტია, რომ ე.წ.  მწვანე პასპორტები უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რომელიც მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ რატომღაც. მგონი, ყველასთვის თვალნათელია, რამხელა შეცდომა იყო ეს. 25 ათას ადამიანზე დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს და რეალურად სამჯერ მეტი. მივაღწიეთ, საბოლოოდ, დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? დღესაც იმავეს ვაგრძელებთ. შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების კოვიდპანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკამ, რომელსაც ოპოზიციაც ემხრობოდა, ადამიანების წინააღმდეგ იმუშავა. მისივე თქმით, დღესაც იგივე გრძელდება შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით.

„მე მაქვს შეკითხვა, 25 ათასი ადამიანია დღეს ინფიცირებული, ჩვენ გვახსოვს როდესაც 5 ადამიანი იყო ინფიცირებული, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და მიგყავდათ აბასთუმანში. ეს ყველაფერი ხდებოდა ოპოზიციის ლოცვა კურთხევით. ცოლ-ქმრის წინ, მანქანაში ჯდომას კრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს მწვანე პასპორტები შემოიღეთ, ბიზნესების გაკოტრება, ათასნაირი შეზღუდვები. გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენს წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ზარალდებოდა. კორონას წინააღმდეგ არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა როგორმე პასუხისმგებლობას, თუნდაც, პოლიტიკურს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები