“იცით, როგორია „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა? აკაკი წერეთლის ლექსზე – „დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო“, იტყოდნენ, აკაკიმ ყველაფერი დაწერა, მაგრამ რუსეთი ვერ ახსენაო”

“იცით, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა? აკაკი წერეთლის ლექსზე – „დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო“, იტყოდნენ, აკაკიმ ყველაფერი დაწერა, მაგრამ რუსეთი ვერ ახსენაო. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ესეც ეკადრებინათ რუსეთი ვერ ახსენა და შეეშინდაო. ამ პრიმიტიულ ნარატივზე უნდათ ქართული საზოგადოების დასმა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის შეფასებებს.

“კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ენა უტრიალდება და თავიანთი ისტორიის მიუხედავად კადრულობს და „ქართულ ოცნებას“ პრორუსულს ეძახის. სწორედ რეზოლუციაზე საუბარმა მოიტანა მათი განახლებული ნარატივი, რეზოლუციაზე საუბრისას პირველი გვახსენდება მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. არაფრით არ უნდათ ამაზე პასუხის გაცემა, თუ ეს ასეა, მოდი, საერთოდ გაეშვან ამ რეზოლუციას. გვიწუნებენ პოლიტიკას, რომლის შედეგია სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება იმიტომ, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციული რიტორიკა აკლია. რეზოლუციის ყველა პირობა გამომდინარეობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის, მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ომის არდაშვების უპირატესი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონებოდათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები