ხატია დეკანოიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” რუსული ინტერესების გამტარებელი პარტიაა საქართველოში

“დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით და, მათ შორის, საგარეო კომიტეტზე განხილვების შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ჩაწერას ვერ ბედავს.

„მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო კონსოლიდებულია უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებითი სამხედრო აგრესიის შეკავების მიმართულებით, როცა ყველა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მთლიანობას, საქართველოს ხელისუფლება, პარტია, რომელიც ნამდვილად ატარებს რუსულ ინტერესებს, ვერ ბედავს, რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკიდან გამომდინარე თვლიან, რომ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირების კონტექტსში რეზოლუციის საკითხის გადატანა, საზოგადოებას აზრს შეაცვლევინებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები