მაია ბითაძე – ხაბეიშვილს: „ქართული ოცნებაა”, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული შემოიტანა უკანონო მშენებლობაზე, ხოლო ავარიული სახლების, კოოპერატიული ბინათმშენებლობებისთვის და ასევე უსახლკაროებისთვის პროგრამული, სისტემური მიდგომა დანერგა

„შემოვიდა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში და დაიწყო სიცრუის ტირაჟირება, რაღაც სასწაული ამბების მოგონება. სანამ თქვენ სამსახურში არ დადიოდით, მათ შორის, სამშენებლო სექტორში კანონმდებლობა მივიღეთ, რომელმაც უნებართვო მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია. გარემოს დაცვასა და ტყის ფონდზე საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებმაც ტყე კინაღამ გაყიდეს მთლიანად და კინაღამ მთლიანად გაჩეხეთ. გარემოს დაცვის სფეროში ინდულგენციის კანონმდებლობა შემოიღეთ, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ”, – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

მაია ბითაძემ ლევან ხაბეიშვილი ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დამტკიცებულია გენერალური გეგმა „მოდუსი” 225 ათასი ლარით არის დაჯარიმებული და მის შენობას ლეგალიზებას არავინ გაუკეთებს. შპს „დეველოპმენტი” ნახევარი მილიონით არის დაჯარიმებული და აღსრულებაშია საქმე გადაცემული.

„იცით, რომელი სახლები ინგრევა, რომლებიც უკანონოდ 300 კვ მ. სახელმწიფო მიწაზე, რეკრეაციულ ზონებში შენდება, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანების სახლები, რომლებიც სახელმწიფოს უკვე დაკმაყოფილებული ჰყავს. სწორედ „ქართული ოცნებაა”, რომელმაც ტყის ნაწილში, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები შემოიტანა და გთხოვთ გაერკვეთ, პრორუსულობაზე როცა ამბობთ, რას ნიშნავს ტყის მდგრადი მართვა.

სწორედ „ქართული ოცნებაა”, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული შემოიტანა უკანონო მშენებლობაზე, ხოლო ავარიული სახლების, კოოპერატიული ბინათმშენებლობებისთვის და ასევე უსახლკაროებისთვის პროგრამული, სისტემური მიდგომა დანერგა. ნუ იწვალებთ, ჩვენზე კარგად კანონმდებლობას ვერ აღასრულებთ და შეეცადეთ, რომ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ოჯახს, რომელსაც ისევე როგორც თქვენ, თქვენი პარტიის ყველა წევრს, მე და სხვა ადამიანებს, უფლება გვქონდა მიგვეღო მონაწილეობა იმ აუქციონში, სადაც ტყის მოვლა-პატრონობის უფლებით შეგვეძლო მოგვეგო კონკრეტული ლოტი. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. წელიწადის განმავლობაში ათასობით ასეთ იჯარა გაიცემა. ასე რომ ნუ ქმნით სპილოს იმისგან, რაც არ არსებობს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები