გიორგი ხოჯევანიშვილი – „ყოველდღიურად ვხედავთ ანტირეკორდს, როგორც ვირუსის გავრცელების, ისე – გარდაცვალების კუთხით და ამის ერთადერთი მიზეზია დღევანდელი ხელისუფლების სისტემური შეცდომები”
„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ვირუსს და ეს რიცხვი მართლაც სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველდღიურად ვხედავთ ანტირეკორდს, როგორც ვირუსის გავრცელების, ისე – გარდაცვალების კუთხით და ამის ერთადერთი მიზეზია დღევანდელი ხელისუფლების სისტემური შეცდომები და აბსოლუტურად არათანმიმდევრული და არაეფექტური გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მარტოა დატოვებული პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მომრავლებულ პრობლემებთან – უმუშევრობასთან, გაზრდილ გადასახადებთან.
„ეს სწორედ ის მოსახლეობაა, რომელსაც დღევანდელი მმართველი პარტია ყოფს თავისიანებად სხვისიანებად”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.