გია ვოლსკი: რეზოლუცია, რომელიც წარმოადგინა უმრავლესობამ, გულისხმობს უკრაინის ინტერესების დაცვას და მთავარს – არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები
“ჩვენი შეთავაზებული რეზოლუცია არის რაციონალური და, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას, ამ უშველებელ, გლობალურ დაპირისპირებაში, სადაც სწორი პოზიცია გვიკავია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი რეზოლუცია უკრაინის ინტერესებს დაცვას გულისხმობს.
“ეს პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე, შემოთავაზებულ რეზოლუციაში, რომელიც წარმოადგინა უმრავლესობამ, რაც გულისხმობს უკრაინის ინტერესების დაცვას და მთავარს – არ იქნეს დაშვებული საომარი მოქმედებები. ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ პარლამენტს. ამ პოზიციასთან დაპირისპირებაშია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებმაც არც ერთი მოქმედება არ განახორციელეს ისეთი, რომელიც არათუ დაუპირისპირდებოდა, არამედ წყალს არ დაასხამდა რუსეთის წისქვილზე, ეს არის განსხვავება ჩვენს და მათ შორის”, – განაცხადა ვოლსკიმ.