ზურაბ აზარაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს.

“ყურადღება გამახვილდა პანდემიის საკითხებზე და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე. მინისტრმა დიპლომატს სოფლად ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა. საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები