საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა ალტერნატიული წინადადებისთვის კენჭისყრის შესახებ ოპოზიციის შეთავაზება არ გაიზიარა.
განხილვის შედეგად, რეზოლუციის პროექტი პირველადი სახით დარჩა.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცება დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.