დავით სერგეენკო: რეზოლუციის არსებული დოკუმენტი ოპტიმალურია
„რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას სპეციალური ცოდნა სჭირდება საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის. არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
სერგეენკო ფიქრობს, რომ დავა იმაზე, თუ რატომ არ არის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები, დროის კარგვაა.
„რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას სპეციალური ცოდნა სჭირდება საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის. არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია. უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, თუ უფრო მეტად არა. საჭირო არ არის ასეთ პროცესებსა და დეტალებზე ორიენტირება, ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს“, – განაცხადა სერგეენკომ.