კარლ ჰარცელი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან და მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება

“მივესალმები ამ რეზოლუციას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა პროექტის ფორმულირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან, მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია.

“რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები