კარლ ჰარცელი: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილებას მივესალმები

“მივესალმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დებატებისთვის, პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„იცით,  განუწყვეტლივ ვცდილობდი იმის უზრუნველყოფას, რომ გვქონოდა პარლამენტი, რომელიც იქნებოდა შესაფერისი ფორუმი ინკლუზიური პოლიტიკური დებატებისთვის. ამისთვის კი წინაპირობაა, რომ ყველა დიდი პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში და მონაწილეობას მიიღოს ამ განხილვებში. ასევე, 19 აპრილის შეთანხმებაც მოუწოდებს პარლამენტში შესვლის ვალდებულების შესრულებისკენ. ასე რომ, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი”, – განაცხადა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები