მიხეილ გიორგაძე: ვარ შემართებით

კულტურის ახლად არჩეულმა მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის რომ, რაც შეიძლება მალე, ძალიან ფართო სპექტრის საკითხებს გავეცნო, ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სამინისტრო სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, ვარ შემართებით, – აღნიშნა გიორგაძემ
89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები