დავით შავლიაშვილი: დაუზოგავად ვიმუშავებთ

ნამდვილად დაუზოგავად ვიმუშავებთ, – ამის შესახებ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრს მინისტრად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო პარლამენტს – ნდობის გამოცხადებისთვის.
“ნამდვილად დაუზოგავად ვიმუშავებთ 24-საათიან რეჟიმში, რომ ყველა ის პროგრამა და პროექტი გავაგრძელოთ, რაც იყო დაწყებული სამინისტროს მიერ და ასევე დავიწყოთ ახალი პროექტები”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, გაგრძელდება არსებული ავტობანის პროექტებიც, იქნება ბევრად წარმატებული და უკეთესი მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ  დავით შავლიაშვილი დაიბადა 1984 წლის 14 მარტს. 2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გავლილი აქვს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსები, მუშაობდა ავსტრიასა და პოლონეთში და აქვს მენეჯერის კარგი გამოცდილება.
2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის აპრილამდე იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ უფროსი.
2013 წლის მაისიდან – დღემდე დავით შავლიაშვილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები