დეა ნიჟარაძე: ჩვენდა გასახარად, „ომიკრონის“ შტამი ბავშვებში რთულად არ მიმდინარეობს

„ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ჯერ ისევ მაღალია, თუმცა, ჩვენდა გასახარად, „ომიკრონის“ შტამი ბავშვებში იმდენად მწვავე არ არის”, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური საბჭოს წევრი, დეა ნიჟარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, ვირუსის პირველივე სიმპტომების გაჩენისას მშობელმა პროცესში ოჯახის ექიმი ჩართოს.

„ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ჯერ ისევ მაღალია, თუმცა, ჩვენდა გასახარად, „ომიკრონის“ შტამი ბავშვებში იმდენად მწვავე არ არის, არ მიდის იმდენად რთულად. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ჰოსპიტალიზაცია მოხდეს საყურადღებო, რისკის ჯგუფების მქონე პაციენტების შემთხვევაში. უმნიშვნელოვანესია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისას, მშობელმა პროცესში ოჯახის ექიმი ჩართოს, რათა მან დინამიკას ადევნოს თვალი. მან უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად საჭიროებს ან არ საჭიროებს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას“, – აცხადებს დეა ნიჟარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები