შალვა პაპუაშვილი კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მოტავას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მოტავასთან.

პარლამენტის ინფორმაციით, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმში, ვაჭრობა-ეკონომიკაში, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტიციებში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ორმხრივი ხელშეკრულებებით თუ უმაღლესი დონის საპარლამენტო ვიზიტებისა და შეხვედრებით ამ პროცესში წვლილი შეიტანოს. კატარის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის კატარის მხარის მზადყოფნა დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები