“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა სამედიცინო კანაფი დათესეს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა სამედიცინო კანაფი დათესეს. პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, თესლები, რომლებიც მათ პირდაპირ ეთერში დათესეს, არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებას არ შეიცავს და ის არაერთი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიზანია, CBD-ის შემცველი პროდუქტები ლეგალური გახდეს და არ იყოს დასჯადი. აღნიშნული წინადადებით “გირჩი” ჯერ საქალაქო, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ გაზრდის შემდეგ კანაფს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც წაიღებენ, რათა დაადასტურონ, რომ არ შეიცავს თრობისთვის საჭირო კომპონენტებს და არ არის ნარკოტიკული საშუალება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები