ალექსანდრე კობერიძის ფილმი Premiers Plans – Angers Film Festival-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა
Premiers Plans Film Festival 1989 წლიდან საფრანგეთის ქალაქ ანჟეში (Angers) ტარდება და წლების მანძილზე ევროპელი კინემატოგრაფისტების შეხვედრის ადგილია.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. მასში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.
ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.