როგორია ტყიბულის შახტაში დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მისივე ცნობით, ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და განგრძობითი შოკი.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ტყიბულის შახტში გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები