ჯავარა უგრეხელიძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” ჰოსპიტალური საწოლების 20% თავისუფალია – მოთხოვნა ძირითადად პედიატრიულ საწოლებზეა

“სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალში მომართვიანობამ იმატა, თუმცა, ეს ნახტომისებრი მატება არ არის”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” ჰოსპიტალური საწოლების 20% თავისუფალია.

„ჩვენ ჰოსპიტალური საწოლების 20% კვლავ თავისუფალი გვაქვს და მზად ვართ, რომ მივიღოთ პაციენტები. მოთხოვნა ძირითადად არის პედიატრიულ საწოლებზე და ასევე, თერაპიული მიმართულებით საწოლებზე. ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ერთმნიშვნელოვნად არ აქვთ „ბუსტერ“ დოზა, არ არიან, აცრილები“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები