ამირან გამყრელიძე: ახალი კვლევებით გამოჩნდა, რომ „სინოფარმის“ „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ

“ახალი კვლევებით გამოჩნდა, რომ „სინოფარმის“ „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ანუ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“. გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე „სინოფარმის“ „ბუსტერი“, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუცილებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები