საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 69 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 987 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 265 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 162 773.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.24%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 001 275.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები